რა ვნახოთ ტაძარი

წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია

ოჯახისა და შვილიერების მფარველი სალოცავი, სადაც წაჩხურობა იმართება.

≈ 25 კმ სალხინოდან 40 წთ

წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია მწვანე მთის ფერდზე დგას, მდინარე ტეხურის ხეობის თავზე. ქრისტიანობამდე აქ წაჩხურის ციხე და წარმართული კერპი, მოსკე, იდგა. „მოსკე-წაჩხური“ მეგრულად „ვაჟის მომცემს“ ნიშნავს.

გადმოცემით, ანდრია მოციქულმა აქ ქვის ჯვარი აღმართა. VII საუკუნეში ეკლესია აშენდა. დღემდე შემორჩენილი ნაგებობა XVIII საუკუნეშია განახლებული. ტაძარში მთავარანგელოზის ხატია, რომელსაც „მოსკე-წაჩხურს“ უწოდებენ.

ყოველ წელს, აღდგომის კვირის ხუთშაბათს, აქ წაჩხურობა იმართება. მთელი საქართველოდან ჩამოდიან უშვილო წყვილები აკვნებითა და თოჯინებით და შვილს ითხოვენ.