სალხინოს ახალი საიტი
mysalkhino.ge — ადგილები, ისტორიები, ფოტოები და ვიდეოები ერთ სივრცეში, სამ ენაზე.
ფოტო: Alexey Komarovmysalkhino.ge სოფელ სალხინოსა და მისი შემოგარენის საიტია. აქ ნახავთ დადიანების რეზიდენციას, მარტვილის, ბალდისა და ოკაცეს კანიონებს, კაღუსა და კინჩხის ჩანჩქერებს და წაჩხურის სალოცავს. სადაც შესაძლებელია, თითოეულს რუკა, პრაქტიკული რჩევები, ფოტოები და ვიდეოები ახლავს.
რა იქნება აქ
- სოფლის სიახლეები და მოვლენები;
- ისტორიები ღვინოზე, ტრადიციებზე, მეგრულ სამზარეულოსა და ისტორიაზე;
- სად დარჩეთ და სად ისადილოთ: ადგილობრივი სასტუმროები, საოჯახო სახლები და რესტორნები.
თუ სალხინოში სასტუმრო, საოჯახო სახლი ან მარანი გაქვთ და გინდათ, რომ საიტზე გამოჩნდეს, მოგვწერეთ კონტაქტის გვერდიდან.
ასევე წაიკითხეთ

ოჯალეში — სალხინოს ღვინო
ყურძენი, რომელიც ხეებზე იზრდებოდა: როგორ გახდა ოჯალეში დადიანების ღვინო და როგორ ბრუნდება ის დღეს.
წაჩხურობა: აკვნები, თოჯინები და ლოცვა შვილისთვის
ყოველ აღდგომის კვირას წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესიაში მთელი საქართველოდან ჩამოდიან.

სალხინო — ლხინის ადგილი
როგორ იქცა ხის სახლი მეგრელი მთავრების სასახლედ და რატომ ჰქვია სოფელს სალხინო.